შავდათუაშვილმა მსოფლიო რეიტინგში პირველობა დაიბრუნა

08 ნოემბერი 2022, 10:34 496 ნახვა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა ლაშა შავდათუაშვილმა ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის მიერ განახლებულ რეიტინგში ლიდერობა დაიბრუნა.

შავდათუაშვილმა, რომელიც ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონია, 73 კგ-მდე წონით კატეგორიაში 6 377 ქულა მოაგროვა და პირველი ადგილიდან მონღოლი ცოგტბაატარ ცენდ-ოჩირი დააქვეითა. ლაშას წინსვლა აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გამართულმა გრანდ სლემმა განაპირობა, სადაც მან ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

შავდათუაშვილი ქართველ ძიუდოისტთაგან ერთადერთი პირველადგილოსანია, რადგანაც წონის ლიდერობა დაკარგა 81 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე ტატო გრიგალაშვილმა, საქართველოს ნაკრების წევრს ბელგიელმა მატიას კასემ გადაასწრო, რომელმაც ბაქოში ფინალში გასვლა მოახერხა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი