დანიის ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ცნობილია

08 ნოემბერი 2022, 10:38 877 ნახვა

მსოფლიოს ჩემპიონატისთვის დანიის საფეხბურთო ნაკრების შემადგენლობა ცნობილია. დანიელთა მთავარი მწვრთნელის კასპერ ჰიულმანდის სიაში ამ დროისთვის 21 ფეხბურთელია და კიდევ ხუთ მოთამაშეს კვირის ბოლომდე დაასახელებს.

მეკარეები:

  • კასპერ შმეიხელი (ნიცა),
  • ოლივერ კრისტენსენი (ჰერტა).

მცველები:

  • სიმონ კიაერი (მილანი),
  • იოაკიმ მელე (ატალანტა),
  • რასმუს კრისტენსენი (ლიდსი),
  • დანიელ ვასი (ბრინდბიუ),
  • იენს ლარსენი (ტრაბზონი),
  • ანდრეას კრისტენსენი (ბარსელონა),
  • იოაკიმ ანდერსენი (კრისტალ კალასი),
  • ვიქტორ ნელსონი (გალათასარაი);

ნახევარმცველები:

  • მატიას იენსენი (ბრენტფორდი),
  • პიერ-ემილ ჰოიბერგი (ტოტენჰემი),
  • ტომას დილეინი (სევილია),
  • კრისტიან ერიქსენი (მანჩესტერ იუნ);

ფორვარდები:

  • კასპერ დოლბერგი (სევილია),
  • ანდრეას ოლსენი (ბრიუგე),
  • ანდრეას კორნელიუსი (კოპენჰაგენი),
  • იონას ვინდი (ვოლფსბურგი),
  • მიკელ დამსგორი (ბრენტფორდი),
  • მარტინ ბრეითუეიტი (ესპანიოლი),
  • იესპერ ლინდსტრიომი (აინტრახტი).

დანიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის D ჯგუფში არის, სადაც 22 ნოემბერს ტუნისს, 26 ნოემბერს საფრანგეთს და 30 ნოემბერს ავსტრალიას დაუპირისპირდება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში