სემინარი ბათუმის ბოტანიკურ ბაღში

07 ნოემბერი 2022, 14:05 1136 ნახვა

''ერთად ვიმუშაოთ საზოგადოების ჩართულობისთვის’’ – ბათუმის ბოტანიკური ბაღი საერთაშორისო  სემინარს მასპინძლობს.  შეხვედრა საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში იმართება.  

სემინარი ორი დღე  გაგრძელდება და საუბარი გარემოსდაცვით განათლებას, ასევე საზოგადოების ჩართულობას შეეხება. მასში ამერიკიდან მოწვეული სპეციალისტები მონაწილეობენ.

სემინარს ესწრებიან სხვადასხვა ბოტანიკური ბაღის, დაცული ტერიტორიის, ეროვნული პარკის და საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი