რეზოლუციაში, რომელიც ევროპარლამენტმა ივნისში მიიღო და რომელსაც მმართველმა გუნდმა დაუსაბუთებელი, მძიმე და ყალბ ანგარიშებზე დაფუძნებული უწოდა შესწორებები შედის. დოკუმენტი ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე 21 ნოემბერს გავა.
კონკრეტულად კი ცვლილება ორ ჩანაწერს ეხება, მათგან ერთ-ერთი კი ანდრიუს კუბილიუსის და რასა იუკნევიჩიენეს მოთხოვნით შევიდა, რომლითაც საქართველოს ხელისუფლებას იმ ადამიანების სამართლებრივი დევნის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ, რომელთა მიმართაც არსებობს სასამართლო გადაწყვეტილებები.