იტალიური მედიის ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელია ხვალ "ემპოლისთან" შეხვედრასაც გამოტოვებს. "გაძეტა დელო სპორტი" წერს რომ "სერია A-ს" მე-14 ტურის შეხვედრაში ქართველი ს თამაში პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან ხვიჩას ბოლო ვარჯიშები არ ჩაუტარებია და მხოლოდ თერაპიას გადის.
კვარაცხელიამ ტრავმა ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურში "ლივერპულის" წინააღმდეგ მიიღო. ქართველს ალექსანდრ-არნოლდთან შეჯახების შემდეგ წელის ტკივილი აქვს.
სპალეტის გუნდი ხვალ 8 ნოემბერს შინ "ემპოლის" უმასპინძლებს. ნეაპოლური კლუბი 35 ქულით იტალიის ჩემპიონატის ლიდერია და უახლოეს კონკურენტ "მილანს" 6 ქულით უსწრებს.
ქართველმა ფეხბურთელმა იტალიის "სერია A-ში" 12 შეხვედრა ჩაატარა. მის ანგარიშზე კი 6 გოლი, 5 საგოლე გადაცემა და 2 მოპოვებული პენალტია.