ძიუდო - ძიუდოისტების მხოლოდ ორი ბრინჯაო 

07 ნოემბერი 2022, 10:16 476 ნახვა

ბაქოში მიმდინარე გრანდ სლემის დასკვნით დღეს ხუთმა ქართველმა იჭიდავა, თუმცა ფინალურ ბლოკში გასვლა მხოლოდ ერთმა ძიუდოისტმა მოახერხა. 90კგ-ში ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა ლუკა მაისურაძემ ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში აზერბაიჯანელი მამადალი მეჰდიევი დაამარცხა და შეჯიბრებაზე საქართველოს ნაკრებს მეორე ბრინჯაოს მედალი მოუპოვა.

ბაქოს გრანდ სლემზე რეპეშაჟში დაასრულეს გამოსვლა მძიმეწონოსნებმა საბა ინანეიშვილმა და სოფიო სომხიშვილმა.

გურამ თუშიშვილი პირველივე დაპირისპირებაში ტურნირს მსაჯთა საეჭვო გადაწყვეტილებით დაემშვიდობა. ასევე უმედლოდ დარჩა 100კგ-ში მოასპარეზე ახალგაზრდა ილია სულამანიძე.

საქართველოს ნაკრებმა ტურნირი ორი ბრინჯაოს მედლით დაასრულა. ბაქოს გრანდ სლემზე ლაშა შავდათუაშვილი მესამე ადგილზე გავიდა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი