"ბორჯღალოსნებმა" ურუგვაის ნაკრები 34:18 დაამარცხეს

06 ნოემბერი 2022, 20:08 998 ნახვა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ნოემბერის ტეტსების პირველ შეხვედრაში "დინამო არენაზე"  ურუგვაის ნაკრები მიიღო და 34:18 დაამარცხა.

"ბორჯღალოსნებმა" ამ მატჩში 4 ლელო დადეს. 3-ჯერ თავი  გორგაძემ გამოიჩინა, ხოლო ერთი ლელო პაპიძის ანგარიშზეა.


ყველა გარდასახვა ზუსტად შეასრულა თედო აბჟანდაძემ, ასევე მის ანგარიშზე 2 ზუსტად შეასრულებული ჯარიმაა.

საქართველოს ნაკრები ნოემბერის ტესტების ფარგლებში  "დინამო არენაზე" სამოას უმასპინძლებს.
მატჩი 12 ნოემბერს 18:00 საათზე დაიწყება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში