ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებმა სამხედრო ფიცი დადეს

06 ნოემბერი 2022, 14:35 480 ნახვა

ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებმა  სამხედრო ფიცი დადეს. ფიცის დადების ცერემონიალი ხერთვისის ისტორიული ციხე-სიმაგრის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა.

სახელმწიფო ჰიმნის შესრულების შემდეგ, იუნკერებმა და მოწვეულმა სტუმრებმა წუთიერი დუმილით სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა  წარჩინებულ კურსდამთავრებულებსა და ინსტრუქტორებს „საპატიო სიგელები“ გადასცა. საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი  თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს მოიცავდა. 

ხუთი კვირის განმავლობაში იუნკერებმა სამხედრო მოსამსახურის ჩამოყალიბებისთვის საჭირო უნარ-ჩვევები განავითარეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი