"ნაპოლიმ" გასვლაზე "ატალანტა" დაამარცხა

05 ნოემბერი 2022, 22:59 916 ნახვა

იტალიის სერია A-ს  მე-13 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში "ნაპოლიმ" გასვლაზე ბერგამოში "ატალანტა" 1-2 დაამარცხა. 

ამ მატჩში ნეაპოლელებს ტრავმის გამო ხვიჩა კვარაცხელია ვერ ეხმარებოდა.
ანგარიში  მე-19 წუთზე ადემოლა ლუკმანმა გახსნა და "ატალანტა" წინ გავიდა, 4 წუთში "ნაპოლიმ" საპასუხო გოლი გაიტანა.

ჟელენსკის ჩაწოდების შემდეგ ოსიმენმა თავური დარტყმით წონასწორობა აღადგინა.

35-ე წუთზე კი ვიქტორ ოსიმენმა საგოლე გადაცემა ელიფ ელმასს გაუკეთა და ანგარიში 1-2 გახდა.
ამ მნიშვნელოვანი გამარჯვების შემდეგ ლუჩანო სპალეტის გუნდს 35 ქულა აქვს და უახლოეს კონკურენტს  8 ქულით უსწრებს.

მომდევნო ტურში კი "ნაპოლი" საკუთარ მოედანზე 8 ნოემბერს "ემპოლს" უმასპინძლებს.

 

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში