კვარაცხელიას ტრავმა საგანგაშო არ არის

04 ნოემბერი 2022, 22:21 980 ნახვა

ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმის შესახებ იტალიურ მედიაში ახალი ინფორმაცია გავრცელდა. როგორც გამოცემები წერენ ქართველის ტრამვა საგანგაშო არ არის და კვარაცხელიას დაბრუნება მალევე სურს.

ხვიჩამ წელის დაზიანება დღეს ვარჯიშის ბოლოს მიიღო. სამედიცინო და სამწვრთნელო შტაბმა  არ გარისკა და  კვარაცხელიას ნეაპოლში დატოვება გადაწყვიტა.

გუნდი იმედოვნებს რომ ხვიჩა უკვე შემდეგ მატჩში "ემპოლისან" სრულ მზადყოფნაში იქნება და მათ დახმარებას შეძლებს.

ხვალ "ნაპოლი" კი გასვლაზე ბერგამოში "ატალანტას" დაუპირისპირდება.
მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ "ნაპოლის" მაისურით 16 მატჩი ჩაატარა. მის ანგარიშზე 8 გოლი, 8 საგოლე გადაცემა  და 3  მოპოვებული პენალტია.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი