გადინება “ნაციონალური მოძრაობიდან”

04 ნოემბერი 2022, 19:52 529 ნახვა

ბოლო 2 კვირაში კიდევ ერთმა წევრმა დატოვა “ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. ამჯერად პარტიის რიგებს ნონა მამულაშვილი გამოაკლდა, რომელიც პარტიასთან ერთად საპარლამენტო მანდატსაც ტოვებს. მიზეზებზე მან სოციალურ ქსელში დაწერა. მისი აზრით, მეათე მოწვევის პარლამენტი ყველაზე სამარცხვინო პარლამენტია დამოუკიდებლობის ისტორიაში და, რომ პარლამენტი ქცეულია ადგილად, სადაც ქვეყნისთვის სასიკეთო არაფერი კეთდება და ვერაფერი გაკეთდება. მამულაშვილის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას შეფასებები მოყვა მისი ყოფილი კოლეგების მხრიდან, თავად ნაციონალური მოძრაობა მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და პოლიტიკურ გამოცდილებას უწუნებს.

ანნა პირტახია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი