ომბუდსმენის შერჩევის პროცესი

04 ნოემბერი 2022, 19:52 635 ნახვა

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა სახალხო დამცველობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი დაასრულა. აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველის თანამდებობის დასაკავებლად პარლამენტში განაცხადი 19 პირმა შეიტანა, მათგან სამმა - ჯემალ ნათელაშვილმა, ნიკოლოზ ნიკოლაძე და გიორგი ცობეხიამ კანდიდატურები მოხსნეს. ასევე კიდევ ერთმა კანდიდატმა ნაზი ჯანეზაშვილმა პროცესს დღეს ბოიკოტი გამოუცხადა და გასაუბრებაზე არ მივიდა, თუმცა მას კანდიდატურა მოხსნილი არ აქვს. სახალხო დამცველის არჩევას სულ მცირე 90 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

ანნა პირტახია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი