ნეაპოლის პოლიციამ ხვიჩა კვარაცხელიას ახალი ავტომობილილი "Mini Countryman" იპოვა - ამის შესახებ ინფორმაციას ნეაპოლური გამოცემები ავრცელებენ.
ავტომობილი კაზერტას პროვინცია ტრენტოლა-დუჩენტაში, ერთ-ერთ ქუჩაზე გაჩერებული იპოვეს და მანქანა კარგ მდგომარეობაშია. ამრიგად, პოლიცია ხვიჩას თავის კუთვნილ ავტომობილს დაუბრუნებს.
"Calcionapoli24" წერს, რომ მანქანა პოლიციამ რეკორდულ დროში იპოვა. კვარაცხელიას მანქანა სახლიდან გასულ ღამეს მოპარეს.