ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესი განსაზღვრა. ცესკოს ვებ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 39 მილიონ 11 ათას 899 ლარიდან, რომელიც სახელმწიფომ გამოყო 17 მილიონ 496 ათას 769 ლარი ცესკოს ადმინისტრაციის თანამშრომელთა ხელფასებს მოხმარდება. მილიონზე მეტი დაიხარჯება არჩევნებისთვის მოხელეთა მომზადება - გადამზადებაში, 2 მილიონ 242 ათას 850 ლარი კი საარჩევნო სუბიექტების სატელევიზიო რეკლამის განთავსებისთვის, ხოლო 7 მილიონზე მეტი - საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელთა დასაფინანსებლად.