”საქართველოს რესპუბლიკური პარტიის” სამდივნოს ახალი წევრი ჰყავს. ინგა მაღრაძე თვითმმართველობის და რეგიონული პოლიტიკის მიმართულებას უხელმძღვანელებს. დავით ბერძენიშვილი კი საარჩევნო- პოლიტიკური ანალიზის მდივანი გახდა. პარტიის პოლიტიკური მდივანი თამარ კორძაია. მან ამ თანამდებობაზე დავით ბერძენიშვილი შეცვალა. დღესვე პარტიაში სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.