სააკაშვილი ტრამპის ინაუგურაციაზე არ შეუშვეს

22 იანვარი 2017, 00:00 4010 ნახვა

მიხეილ სააკაშვილი დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე არ შეუშვეს. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ვაშინგტონში ვიზიტის შესახებ ინფორმაციასა და ფოტომასალას უკრაინული მედია ავრცელებს. კადრებში ჩანს სააკაშვილი როგორ დგას კაპიტოლიუმთან მოშორებით. მედიის ცნობით, ცერემონიაზე იგი დაცვამ არ შეიშვა. უკრაინის დიპლომატიური მისიის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, რომელიც ცერემონიას ესწრებოდა, ფაქტი დაადასტურა და ოდესის ოლქის ექს - გუბერნატორის ფოტოები გამოაქვეყნა. მანამდე, სააკაშვილმა არაერთხელ აღნიშნა მისი და დონალდ ტრამპის მეგობრობის შესახებ- წერს უკრაინული მედია. საქართველოს ექს - პრეზიდენტი კი ამტკიცებს, რომ მედიით გავრცელებული ფოტო ტრამპის ინაუგურაციიდან გამოსვლის დროს არის გადაღებული და ფოტოების ტირაჟირებაში რუსეთთან კავშირში მყოფ ადამიანებს ადანაშაულებს. სააკაშვილი ფეისბუქში წერს, რომ თავის გუნდთან ერთად უკრაინულ არხებს შესთავაზა ტრამპის ინაუგურაციაზე მისი დასწრება გაეშუქებინათ, რაზეც უარი მიიღო. ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი ამბობს, რომ მას არაფერი დასამტკიცებელი არ აქვს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტრამპის გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობას აპირებს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი