ომბუდსმენობის კანდიდატების მოსმენა კი პარლამენტში ხვალ სრულდება. საკომიტეტო მოსმენები დღესაც გრძელდება. დღეს საკუთარ ხედვას დეპუტატებს ქეთევან ჩაჩავა და ნიკოლოზ ნიკოლაძე აცნობენ. სახალხო დამცველის არჩევის ვადის ამოწურვამდე თვეზე ნაკლები დრო რჩება.
რამდენად მოხდება მმართველი პარტიისა და ოპოზიციის შეჯერება ერთ კანდიდატზე ეს რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. ახალი სახალხო დამცველის ასარჩევად 90 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო.