უკრაინის ომის გამო 14 მილიონამდე ადამიანი იძულებული გახდა საკუთარი სახლი დაეტოვებინა - ამის შესახებ გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის დირექტორმა განაცხადა. ფილიპო გრანდის თქმით, ეს ადამიანთა ყველაზე დიდი და სწრაფი გადაადგილებაა ათწლეულების განმავლობაში.
აღნიშნა, რომ ეს „უაზრო ომი უნდა შეწყდეს. გაერო-ს უმაღლესი კომისარიატის მონაცემებით საზღვარგარეთ ემიგრაციაში უკვე 7 მილიონზე მეტი უკრაინელი წავიდა.
ფილიპო გრანდის თქმით, სააგენტო ემზადება მოსახლეობის დამატებითი გადაადგილებისთვის როგორც უკრაინის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ამასთან, ხაზი გაუსვა, რომ უკრაინელები უკრაინელები მზად არიან შეხვდნენ ერთ-ერთ ყველაზე მკაცრ ზამთარს ურთულეს ვითარებაში.