თეთრ სახლში აცხადებენ, რომ აქვთ ინფორმაცია ჩრდილოეთ კორეის მიერ რუსეთისთვის საარტილერიო ჭურვების ფარულად მიწოდებაზე

02 ნოემბერი 2022, 20:08 1232 ნახვა

აშშ-ს აქვს ინფორმაცია, რომელიც მიუთითებს, რომ ჩრდილოეთ კორეა რუსეთს ფარულად აწვდის საარტილერიო ჭურვების მნიშვნელოვან რაოდენობას უკრაინაში ომისთვის.

ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების დირექტორმა ჯონ კირბიმ განაცხადა

„სექტემბერში „ჩრდილოეთ კორეამ“ საჯაროდ უარყო, რომ აპირებდა რუსეთისთვის საბრძოლო მასალის მიწოდებას“, - განაცხადა ამერიკის ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინატორმა სტრატეგიული კომუნიკაციების საკითხებში ჯონ კირბიმ CNN-თან საუბარში.

კირბის თქმით, ჩრდილოეთ კორეა მალავს იარაღის გადაზიდვის რეალურ დანიშნულებას.

„თუმცა, ჩვენი ინფორმაცია მიუთითებს იმაზე, რომ „ჩრდილოეთ კორეა“ ფარულად ამარაგებს რუსეთის ომს უკრაინაში მნიშვნელოვანი რაოდენობით საარტილერიო ჭურვებით, იმავდროულად მალავს იარაღის გადაზიდვის რეალურ დანიშნულებას და ცდილობს შექმნას შთაბეჭდილება, რომ ისინი მიდიან ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში“, - განაცხადა ჯონ კირბიმ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი