ქედელები სახალხო დღესასწაულისთვის ემზადებიან. „შემოდგომა ქედაში“, რომელიც ასევე ქედელობის სახელწოდებითაა ცნობილი 15 ნოემბერს ჩატარდება. დღესასწაული ტრადიციულად „ფრიდონ ხალვაშის სახელობის პარკში“ გაიმართება, სადაც სივრცეები თემატურად, რამდენიმე ნაწილად იქნება დაყოფილი. სახალხო ზეიმზე ტრადიციულად დაჯილდოვდებიან საპატიო ქედელები. თუ ვინ იქნება ამ წოდების მატარებელი, ამაზე სპეციალური კომისია მუშაობს.