კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ

02 ნოემბერი 2022, 11:26 456 ნახვა

ვინ  არის ოლიგარქი ქვეყანაში? მმართველი გუნდის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს, რომლის განხილვა საკომიტეტო ფორმატში დასრულდა, დღეს   პირველი მოსმენით  სესიაზე გაიტანენ. უკვე ცნობილია ოპოზიციის ნაწილის პოზიცია.  ისინი კანონპროექტის მხარდაჭერას არ აპირებენ.   

ქართული ოცნების მიერ ინიცირებული პროექტი უკრაინის კანონის მაგალითის ანალოგია  და   მასში   დაკონკრეტებულია ვინ არის ოლიგარქი.

უკრაინის შემთხვევაში გადაწყვეტილებას კანონპროექტთან დაკავშირებით იღებს   პრეზიდენტი,  ამ პრივილეგიით კი საქართველოში პარლამენტი სარგებლობს. სწორედ ამ მიზეზების  გამო  არ აპირებენ კანონპროექტის მხარდაჭერას ხელისუფლების ოპონენტები. 

ქართულ ოცნებაში კი ამბობენ, რომ აღნიშნულ დოკუმენტს ევროკავშირის მხარდაჭერა აქვს და  იგი  კონკრეტულ ადამიანებზე მორგებული  არ არის.   

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი