სემინარი მოზარდებისა და მშობლებისთვის - ხულოში ფსიქოლოგი რუსუდან გოგიავა დამსწრეებს შვილებისა და მშობლების ურთიერთობაზე, გამოწვევებსა და დაძლევის გზებზე ესაუბრა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მონაწილეებმა მათთვის საინტერესო თემებზე მიიღეს პასუხები. სემინარს ხულოში მოქმედი საბავშვო დაწესებულებების ფსიქოლოგებიც ესწრებოდნენ. შეხვედრა ხულოს ქალთა ოთახის ორგანიზებით ჩატარდა.