ევროსაბჭოს რეკომენდაციებზე მუშაობა გრძელდება. დეოლიგარქიზაციის კანონპროექტს პირველი მოსმენით პარლამენტი პლენარულ სხდომაზე ხვალ განიხილავს. კანონპროექტის უკრაინული ვერსია, რომლის მიღებასაც მმართველი გუნდი გეგმავს, მიუღებელია ოპოზიციური პარტიებისთვის. ამბობენ, რომ ქართულ რეალობაში სხვა ქვეყნის კანონპროექტის უცვლელად გადმოტანა ვერ უზრუნველყოფს ევროკომისიის რეკომენდაციის ერთ-ერთი პუნქტის შესრულებას. ქართული ოცნების დეპუტატები კი ფიქრობენ, რომ აღნიშნული კანონპროექტის თანახმად ოლიგარქებად მოიაზრებიან მათი ოპონენტების დამფინანსებელი პირები და სწორედ ამას ასახელებენ მიზეზად, თუ რატომ არ უჭერს მხარს ოპოზიცია კანონპროექტს.