სამმხრივ შეხვედრაზე ერთობლივი განცხადება მიიღეს

01 ნოემბერი 2022, 11:37 451 ნახვა

რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს შორის სამმხრივი მოლაპარაკებები სასარგებლო იყო, მაგრამ ორ ყოფილ საბჭოთა მეზობელს შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით სამშვიდობო მოლაპარაკებების დასაწყებად შეთანხმება ვერ მოხერხდა-ამის შესახებ სოჭში გამართული ერთდღიანი მოლაპარაკებების შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა. პუტინმა თქვა, რომ მიიღეს ერთობლივი განცხადება, რომელშიც მხარეებმა აღიარეს, რომ ვერ შეთანხმდნენ ყველაფერზე, და რომ გარკვეული საკითხები ამ დროისთვის მოლაპარაკებების მაგიდიდან უნდა მოიხსნას. სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ არ გამოიყენონ ძალა და დაიცვან ადრინდელი შეთანხმებები, რომლებიც მიზნად ისახავდა ორ მეზობელს შორის ბრძოლების დასრულებას. პუტინის თქმით, რუსეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი გააგრძელებენ ძალისხმევას კონფლიქტის მოსაგვარებლად. 2020 წლის ომის შემდეგ ორ ქვეყანას შორის ყველაზე სასტიკი შეტაკებები გასულ თვეში დაიწყო, რის შედეგადაც 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი