ნიკოლოზ ბასილაშვილმა წარუმატებელი გამოსვლა დაასრულა

31 ოქტომბერი 2022, 17:41 902 ნახვა

საქართველოს პირველმა ჩოგანმა პარიზის 1000 ქულიან მასტერსზე გამოსვლა წარმატებით დაიწყო.

ნიკამ პირველ წრეში მასპინძელ ფრანგ ქვენტინ ჰალისს ორ სეტში 6:3, 6:4 მოუგო და 9 მატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტა.

ბასილაშვილის მომდევნო მეტოქე ხორვატ მარინ ჩილიჩსა და იტალიელ ლორენცო მუსეტის შორის გაირკვევა.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში