სამების ტაძრის საპატრიარქო გუნდს სახელმწიფო სტატუსი მიენიჭა

31 ოქტომბერი 2022, 14:49 663 ნახვა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სამების ტაძრის საპატრიარქო გუნდს, რომელმაც კონცერტი გამართა ვატიკანში, სიქსტეს კაპელაში სახელმწიფო სტატუსი მიენიჭა. ინფორმაცია მედიას კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მიაწოდა. თეა წულუკიანის განცხადებით,  გადაწყვეტილების მიღებაში საპატრიარქო და კათლიკოს-პატრიარქის დიდი წვლილია.26 ივნისს ვატიკანში „სიქსტეს კაპელაში“ კონცერტი გამართა თბილისის სამების ტაძრის მგალობელთა გუნდმა. ეს იყო „სიქსტეს კაპელაში“ საქართველოს წარმომადგენლების პირველი კონცერტი. ის პრეზიდენტ ზურაბიშვილსა და რომის პაპს ფრანცისკეს შორის გასულ წელს წმინდა საყდარში ოფიციალური ვიზიტისას მიღწეული შეთანხმების საფუძველზე გაიმართა.

სოფო ხელაძე
წამყვანი

ამავე კატეგორიაში