პროტესტის ფონზე დაწყებული საკრებულოს სხდომა ბათუმში. ოპოზიცია მაღალი პოლიტიკური პირებისთვის ხელფასის მომატების აუცილებლობას ვერ ხედავს და მიაჩნიათ, რომ ქალაქში ბევრი სხვა გამოწვევაა, რომელთა მოგვარება უფრო პრიორიტეტულია, ვიდრე ანაზღაურების მომატება. ამიტომ საკრებულოს ოპოზიციის ნაწილისთვის ეს ინიციატივა მიუღებელია.
მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და საჯარო მოხელეებითის ხელფასის გაზრდის საკითხი ერთ-ერთია დღეს განსახილველ საკითხთა შორის, რომლებზეც საკრებულომ უნდა იმსჯელოს.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ საკრებულოს დეპუტატმა უმრავლესობიდან ნინო ცხვარაძემ "ქართული ოცნება" დატოვა. იგი "ხალხის ძალას" შეურთდა.
„ვტოვებ ,,ქართულ ოცნებას'', ვუერთდები ხალხის ძალას, შესაბამისად ვტოვებ ფრაქციის მოადგილის პოსტსაც.
გადაწყვეტილება მივიღე იქიდან გამომდინარე, რომ შემიძლია უფრო ხმამაღლა და უფრო დეტალურად ვესაუბრო მოსახლეობას იმ საფრთხეებზე და გამოწვევებზე, რაც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას“ – განაცხადა ნინო ცხვარაძემ ჟურნალისტებთან.