ინდოეთში საფეხმავლო ხიდის ჩამონგრევის შედეგად მსხვერპლის რიცხვი 141-მდე გაიზარდა.
უცხოური მედიის ინფორმაციით, ინდოეთის გუჯარატის შტატის ქალაქ მორბიში სამძებრო-სამაშველო ოპერაციის ფარგლებში მაშველებმა 177 ადამიანის გადარჩენა შეძლეს, რამდენიმე ადამიანს ამ დრომდე ეძებენ.
230-მეტრიანი ისტორიული ხიდი მე-19 საუკუნეში, ბრიტანეთის მმართველობის დროს აშენდა. რემონტის გამო, ხიდი ექვსი თვის განმავლობაში იყო დაკეტილი და გასულ კვირას გაიხსნა.
შტატის ხელმძღვანელობის განცხადებით, ინციდენტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და გამოძიება მიმდინარეობს.