აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ "არსიანს," 100 წელი შეუსრულდა. საიუბილეო თარიღი ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში კონცერტით აღინიშნა. კონცერტზე მისულ მაყურებლებს ასევე ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ ანსამბლის დაარსებიდან დღემდე არსებულ ფოტო-მასალას, არქივს გასცნობოდნენ. მოეწყო ფოლკლორული სამოსის გამოფენაც."არსიანს" განსაკუთრებული წვლილი აქვს შეტანილი ქართული სიმღერისა და ცეკვის პოპულარიზაციაში. ხელოვნების სფეროში გამოჩენილი მოღვაწეობისათვის, ანსამბლი "არსიანის" დირექტორი გიორგი ჭანიშვილი ტბელ აბუსერისძის II ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.