საფრანგეთის თაისის 1/128-ფინალურ ეტაპზე ზურიკო დავითაშვილის "ბორდო" "სტად ბორდელეს" დაუპირისპირდა და მეტოქე მარტივად 0-3 დაამარცხა.
55-ე წუთზე ქართველმა ფეხბურთელმა პენალტი მოიპოვა,რომლის რეალიზებაც თავად მოახერხა და საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა.
ამის შემდეგ ჟირონდელებმა 72-ე და 84 კიდევ გაიტანეს და საბოლოო ანგარიში 0-3 დააფიქსირეს.
დავითაშვილმა "ბორდოს" მაისურით ჯამში 6 შეხვედრა ჩაატარა. მის ანგარიშზე კი 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.
"ბორდოს" მეტოქე თასის 1/64 ფინალში მოგვიანებით გაირკვა.
დავითაშვილის გუნდი შემდეგ შეხვედრას 5 ნოემბერს გასვლაზე "ნიმის" წინააღმდეგ გამართავს.