''დინამო'' ბათუმმა ''ლოკომოტივი'' 4-2 დაამარცხა

29 ოქტომბერი 2022, 22:05 810 ნახვა

ეროვნული ლიგის 32-ე ტურის შეხვედრაში ''დინამო'' ბათუმმა საკუთარ მოედანზე თბილისის ''ლოკომოტივი'' მიიღო  4-2 დაამარცხა.

ანგარიში მე-14 წუთზე ფლამარიონმა გახსნა და ბათუმელები წინ გავიდნენ.

36-ე  წუთზე პენალტი  ლადო მამუჩაშვილმა გამოიყენა და სხვაობა გაზარდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში თბილისელებმა ერთი ბურთი გაქვითეს, გოლი კახაბრიშვილმა გაიტანა.

65-ე წუთზე რადინის გადაცემა ტეიდიმ გოლით დააგვირგვინა და ანგარიშში სხვაობა ისევ ორ ბურთიანი გახდა.
82-ე წუთზე ზარიას დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა, შემდეგ კი პირტახიას და ავტოგოლით ანგარიში კიდევ უფრო გაზარდა.

შეხვედრის ბოლო წუთზე გეგა დიასამიძემ ''ლოკოს'' შემადგენლობისან მეორე გოლი გაიტანა და საბოლოო ანაგრიში 4-2 დააფიქსირა.

32 მატჩის შემდეგ ბათუმელებს  70 ქულა აქვთ და მეორე ადგილზე იმყოფებიან.

სატურნირო ცხრილის ლიდერი კი ისევ ''დინამო'' თბილისისა, რომელსაც 72 ქულა აქვს.
მომდევნო ტურში გეგუჩაძის გაწვრთნილი ბათუმელები  5 ნოემბერს გასვლაზე ''თელავთან'' ითამაშებენ.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში