„სომხეთი მზად არის იმუშაოს აზერბაიჯანთან ურთიერთობების დამყარებაზე“ - ნიკოლ ფაშინიანი

28 ოქტომბერი 2022, 14:57 475 ნახვა

სომხეთის პრემიერ -მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთი მზად არის იმუშაოს აზერბაიჯანთან ურთიერთობების დამყარებაზე რუსეთის შეთავაზებების საფუძველზე. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა. „ტვიტის“ მიხედვით, სომხეთი სექტემბერში დათანხმა რუსეთის მიერ წარმოდგენილი საბაზისო პრინციპებისა და პარამეტრების საფუძველზე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობების დამყარებას. ვიმედოვნებთ, რომ რუსეთი მხარს დაუჭერს თავის შეთავაზებებს - აღნიშნავს ფაშინიანი.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი