აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ საზღვაო რეგიონების კავშირის (CPMR) 50-ე გენერალურ ასამბლეაში მიიღო მონაწილეობა.
გენერალურ ასამბლეაზე, რომელიც საბერძნეთის რესპუბლიკაში გაიმართა, "CPMR"-ის პრეზიდენტი და ვიცე პრეზიდენტები აირჩიეს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ევროპის საზღვაო რეგიონების კავშირის (CPMR) ვიცე პრეზიდენტის თანამდებობა მეორე ვადით დაიკავა.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართება შეხვედრა კრეტას ხელისუფლების ხელმძღვანელებთან და "CPMR"-ის პრეზიდენტთან.
საზღვაო რეგიონების კავშირი 150 რეგიონს აერთიანებს. ასოციაცია ფოკუსირებულია სოციალურ, ეკონომიკურ საკითხებზე, საზღვაო პოლიტიკასა და ლურჯი ეკონომიკის განვითარებაზე. "CPMR"-ის წარმომადგენლობა მოიცავს დაახლოებით 200 მილიონ ადამიანს.
2020 წლის ივნისიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა "CPMR"-ის და ამავე ორგანიზაციის შავი ზღვისა და ბალკანეთის კომისიის (BBSC) სრულუფლებიანი წევრია. 2020 წლის 29 ოქტომბერს კი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე პირველად 2 წლის ვადით CPMR-ის ვიცე-პრეზიდენტად იქნა არჩეული.