ბათუმში, უხვი ნალექის შედეგად რამდენიმე ქუჩა დაიტბორა

27 ოქტომბერი 2022, 15:51 2798 ნახვა

უხვი ნალექის შედეგად, ბათუმში, რამდენიმე ქუჩა დაიტბორა.  განსაკუთრებული პრობლემები  ე.წ ჭაობის დასახლებაში შეიქმნა, სადაც ავტომობილებსა და ქვეითებს გადაადგილება უჭირთ. გარკვეულ ქუჩებზე დაიტბორა  საცხოვრებელი სახლის ეზოები.

გიორგი სააკაძისა და დემეტრე თავდადებულის ქუჩების კვეთაში რამდენიმე სახლის პირველი სართული დაიტბორა​. მოსახლეობა ამბობს, რომ დატბორვის შედეგად გაუფუჭდათ ტექნიკა და ავეჯი.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ძლიერი წვიმის შედეგად,  რამდენიმე ქუჩა დაიტბორა. ადგილზე, შესაბამის სამსახურებთან ერთად, იმყოფება ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი.

მათივე თქმით, "ბათუმის წყალის“ მობილური ჯგუფების მიერ, ხორციელდება სანიაღვრე ჭებისა და არხების გაწმენდითი სამუშაოები და შესაბამისი სალიკვიდაციო ღონისძიებები.  წყლის დროულად გადინების მიზნით გახსნილია ზღვაში გამსვლელი ყველა სანიაღვრე არხი.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, სახლების დატბორვის თაობაზე ამ ეტაპზე უწყებაში 20 განაცხადია შესული.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი