ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ორდღიანი ვიზიტით ყაზახეთში იმყოფება, სადაც ტაჯიკეთის, ყირგიზეთისა და ყაზახეთის პრეზიდენტებს შეხვდა. შარლ მიშელის განცხადებით, ყაზახეთი ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია, საერთაშორისო არენასა და რეგიონში კი მნიშვნელოვანი მოთამაშე. შარლ მიშელმა ევროკავშირისთვის მიწოდების დივერსიფიკაციის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.