ირაკლი ხახუბიას გარდაცვალების გამო პარლამენტში კომიტეტის სხდომა გადაიდო. დეპუტატებს დღეს სახალხო დამცველის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილი 4 კანდიდატისთვის უნდა მოესმინათ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე. დღეს საკუთარი ხედვა კანონმდებლებისთვის ალექსანდრე კობაიძეს, ლევან კოკორაშვილს, ნუგზარ კოხრეიძესა და გიორგი მარიამიძეს უნდა წარედგინათ. 2 დღის განმავლობაში დეპუტატებმა 7 კანდიდატს მოუსმინეს. პროცესი 29 ოქტომბრის ჩათვლით გრძელდება.