მმართველმა გუნდმა ანტიკორუფციული ბიუროს შექმნის გადაწყვეტილება მიიღო

26 ოქტომბერი 2022, 17:42 500 ნახვა

ქართული ოცნება პარლამენტში ანტიკორუფციული საქმიანობის ინსტიტუციური გაძლიერების მიზნით საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს აინიცირებს. ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, საკანონმდებლო ცვლილებებით გათვალისწინებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ანტიკორუფციული ბიუროს შექმნა, რომლის ძირითადი ამოცანა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობა იქნება. ანტიკორუფციული ბიურო ზედამხედველობას გაუწევს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტისა და საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის შესრულებას.  იგი ანგარიშვალდებული იქნება საქართველოს პარლამენტისა და უწყებათაშორისი ანტიკორუფციული საბჭოს წინაშე. იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კანონპროექტის განხილვას მომდევნო კვირიდან დაიწყებს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი