გაეროში რუსეთის წარმომადგენელი კრემლისთვის წაყენებულ ბრალდებებს უარყოფს

26 ოქტომბერი 2022, 10:07 448 ნახვა

გაეროს უშიშროების საბჭოს  დახურულ შეხვედრაზე რუსეთმა უარყო ცრუ ინფორმაციის  გავრცელების შესახებ  წაყენებული  ბრალდება, რომ   უკრაინა   ბინძური ბომბის გამოყენებისთვის ემზადება.

გაეროში რუსეთის  ელჩის მოადგილემ   დიმიტრი პოლიანსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ  უკრაინის მიერ ბინძური ბომბის გამოყენება საშინელი კატასტროფა იქნება, რომელიც საფრთხეს შეუქმნის მთელ დედამიწას.

რუსეთი ამტკიცებს, რომ კიევმა ორ დაწესებულებას  ბინძური ბომბის შექმნა დაავალა. გაეროში რუსეთის ელჩმა  ვასილი ნებენზიამ ორშაბათს წერილით მიმართა გაეროს, სადაც დეტალურად აღწერს ბრალდებებს. კითხვაზე, თუ რა მტკიცებულებები ჰქონდა რუსეთს თავისი ბრალდებების დასადასტურებლად, პოლიანსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეს იყო სადაზვერვო ინფორმაცია, რომელიც გაუზიარეს დასავლელ კოლეგებს.  

გაეროში  ბრიტანეთის ელჩის მოადგილემ   ჯეიმს კარიუკიმ რუსი კოლეგის განცხადებას სუფთა რუსული დეზინფორმაცია უწოდა და მისი შეწყვეტა მოითხოვა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი