უკრაინის პრეზიდენტი ბრიტანეთის ახალ პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკს ტელეფონით ესაუბრა და უკრაინაში მიიწვია. „მჯერა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული პარტნიორობა და უკვე ტრადიციული ბრიტანული ლიდერობა დემოკრატიისა და თავისუფლების დაცვაში, მომავალშიც მხოლოდ გაძლიერდება. – განაცხადა ზელენსკიმ. თავის მხრივ რიში სუნაკი უკრაინის პრეზიდენტს ვლადიმირ ზელენსკის დაჰპირდა, რომ მისი პრემიერობის დროს ბრიტანეთის მხარდაჭერა უკრაინისადმი იქნება მტკიცე და ისეთი ძლიერი, როგორც არასდროს.
გაერთიანებული სამეფოს ახალ პრემიერ-მინისტრს ტელეფონით აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენიც ესაუბრა. „ლიდერები შეთანხმდნენ ერთობლივი მუშაობის მნიშვნელობაზე უკრაინის მხარდაჭერისთვის და რუსეთისთვის აგრესიის გამო პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით“, - აღნიშნულია თეთრი სახლის განცხადებაში.