ხვალიდან საქართველოში, ძირითადად დასავლეთში, ამინდი შეიცვლება. მოსალოდნელია წვიმა, შესაძლებელია ძლიერი. გაძლიერდება დასავლეთის ქარი, ტემპერატურა შედარებით დაიკლებს, ზღვაზე იქნება შტორმი.
აღმოსავლეთ საქართველოში, უამინდობა ძირითადად ძლიერი ქარის სახით იქნება განპირობებული.
28 ოქტომბერსაც შენარჩუნდება საქართველოში არამდგრადი და არასასიამოვნო ამინდი. 29 ოქტომბრის საღამოდან კი გამოიდარებს.