 
                                        
                                    
                                
                            
                            
                                
                                
                            
                            რუმინული მედიის ცნობით, ბუქარესტში დაგეგმილ ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საქართველო, მოლდოვა და უკრაინა მიიწვიეს.
შეხვედრაზე დაგეგმილია მადრიდში ნატო-ს სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებების იმპლემენტაციის, უკრაინაში მიმდინარე ომის, ენერგოუსაფრთხოებისა და პარტნიორებთან ურთიერთობის საკითხების განხილვა.
ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტი რუმინეთის დედაქალაქში 29 და 30 ნოემბერს გაიმართება. ეს იქნება პირველი მსგავსი დონის შეხვედრა, რომელსაც ნატო ბუქარესტში 2008 წლის სამიტის შემდეგ ჩაატარებს.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            