საკონსტიტუციო კომისია

21 იანვარი 2017, 00:00 1733 ნახვა

პარლამენტში საკონსტიტუციო კომისიის პირველი სამუშაო შეხვედრა ტარდება. უკვე ერთი საათია ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, სასამართლო ხელისუფლების, საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულისა და ზოგადი და გარდამავალი დებულებების საკითხთა სამუშაო ჯგუფის სხდომა მიმდინარეობს. რა საკითხებზე იმსჯელებენ ჯგუფის წევრები მოგვიანებით გახდება ცნობილი. თვის ბოლომდე კიდევ სამი ჯგუფის სხდომა გაიმართება. 23 იანვარს საკონსტიტუციო კომისიის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხთა სამუშაო ჯგუფის სხდომაა ჩანიშნული. მას აჭარის მთავრობისა და  უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეები დაესწრებიან. ისინი აღნიშნული კომისიის წევრები არიან. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი