ენმ-ის მიმართვა აჭარის მთავრობას

24 ოქტომბერი 2022, 11:09 737 ნახვა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხელვაჩაურის ორგანიზაცია აჭარის მთავრობას ხელვაჩაურის  ყოფილი მერის და საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას სთხოვს.

ორგანიზაციის ხელმძღვანელის მიშა ბოლქვაძის განცხადებით, ხელვაჩაურში ათეული მილიონი ლარი დაიხარჯა  ტენდერებში, პროექტები კი არ შესრულდა. 

მაგალითისთვის ის ასახელებს წყლის სისტემების რეაბილიტაციას, რომლებშიც ჯამში 22 მილიონ ლარზე მეტი უშედეგოდ დაიხარჯა.

მიშა ბოლქვაძის განცხადებით, რამდენიმე საქმეზე  გამოძიება  მიმდინარეობს და ისჯებიან დაბალი რანგის საჯარო მოხელეები. 

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი