იანვარი-სექტემბერში ტურიზმიდან საქართველომ 2.5 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო

20 ოქტომბერი 2022, 17:38 1234 ნახვა

სექტემბერში საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 375 მილიონ   615 ათასი დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს  17.9%-ით აჭარბებს. სტატისტიკურ მონაცემებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს და აღნიშნავს, რომ  სექტემბერში საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა პანდემიის შემდეგ 2019 წლის მაჩვენებელს უკვე მესამედ გადააჭარბა.  ტურისტული ნაკადების გაზრდის შედეგად, 2022 წლის იანვარი-სექტემბერში, ტურიზმიდან საქართველომ 2.5 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი