ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა ნაწილი საპროტესტო აქციას მართავს. ისინი თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობის დასაკავებლად დღეს დაგეგმილ არჩევნებს აპროტესტებენ და მას არალეგიტიმურად მიიჩნევენ. ისინი რექტორის არჩევის წესის ცვლილებას, სტუდენტებისთვის საერთო საცხოვრებლის აშენებას და საბინაო სუბსიდიას მოითხოვენ.
სტუდენტთა განცხადებით, ჯაბა სამუშია წინასწარ იყო რექტორის თანამდებობაზე შერჩეული კანდიდატი და უნივერსიტეტში არჩევნები ფორმალურად არის ჩანიშნული.
თსუ-ს რექტორის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც რექტორმა გიორგი შარვაშიძემ 7 ოქტომბერს განცხადებით, აკადემიურ საბჭოს მიმართა და გადადგომა მოითხოვა.
რექტორის მოვალეობის შემსრულებლის კონკურსში მონაწილეობისთვის საბუთები მხოლოდ ერთმა პირმა ჯაბა სამუშიამ შეიტანა.