ხელვაჩაურში, ძაღლის მიერ დაკბენილი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ამის შესახებ ინფორმაციას მცირეწლოვანის დედა გვიდასტურებს.
შემთხვევა გუშინ მოხდა, 4 წლის ბავშვი ხელვაჩაურში, სახლთან ახლოს ბავშვებთან ერთად თამაშობდა, რა დროსაც ძაღლმა სახისა და კისრის არეში უკბინა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ არასრულწლოვანი ბათუმის ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მას შესაბამისი მკურნალობა და ოპერაცია ჩაუტარდა.
მშობლის ინფორმაციით, ბავშვი შემთხვევის მომენტიდან კონტაქტურია და ახლა თავს კარგად გრძნობს.