დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტი

18 ოქტომბერი 2022, 10:36 810 ნახვა

დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე  ორი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ბრალდებულებმა  გასულ წელს  ყალბი დოკუმენტების გამოყენებით საკუთრებაში დაირეგისტრირეს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 9 100 კვ.მ.  ფართობის მიწის ნაკვეთი.

ასევე  ბრალდებულების მხრიდან  ადგილი ჰქონდა  ყალბი დოკუმენტების გამოყენებით დამატებით მილიონ 650 ათას 640  ლარის ღირებულების  სამი მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის მცდელობის ფაქტს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი