საქართველოში კლინიკების დაფინანსების ახალი მოდელი, ე.წ. დიარჯი სისტემა პირველი ნოემბრიდან ამოქმედდება   

17 ოქტომბერი 2022, 14:09 1145 ნახვა

საქართველოში კლინიკების დაფინანსების ახალი მოდელი, ე.წ. დიარჯი სისტემა პირველი ნოემბრიდან ამოქმედდება. აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაურმა სამედიცინო სექტორთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტებით, მოქალაქებისთვის დამატებითი ხარჯების თავიდან არიდების გარდა, ახალი დაფინანსების მოდელის ამოქმედება მნიშვნელოვანია სამედიცინო სექტრორისთვისაც.

„დღემდე დაფინანსება ხდებოდა ჩარევის მიხედვით, ანუ კონკრეტულ პაციენტს იმის მიხედვით უნაზღაურდება ხარჯი, თუ რა ჩარევა დასჭირდა მას. „დიარჯის“ პრინციპი კი გულისხმობს, რომ პაციენტი ფინანსდება დიაგნოზის მიხედვით. შესაბამისად, კონკრეტულ დიაგნოზზე არის განსაზღვრული კონკრეტული ტარიფი და არ აქვს მნიშვნელობა, რა ჩარევა სჭირდება, ოპერაცია, რეანიმაცია თუ სხვა. ყველა ეს ჩარევა უნდა გაკეთდეს და სახელმწიფო იხდის დიაგნოზის მიხედვით.

იცვლება მხოლოდ გადახდის პრინციპი, რომელიც არის ურთიერთობა კლინიკებსა და სახელმწიფოს შორის. პაციენტისთვის არაფერი იცვლება, გარდა იმისა, რომ სახელმწიფო ადგენს ახალი თამაშის პირობებს კლინიკებისთვის. თუ დღემდე კლინიკას შეეძლო, საყოველთაოს პრინციპით თანაგადახდის გარდა, პაციენტისთვის დამატებით უკეთესი სერვისის თუ ექიმის ჰონორარის დაფინანსება მოეთხოვა, მას შემდეგ, რაც „დიარჯი“ გაეშვება, ამის მოთხოვნის უფლება კლინიკას არ ექნება. ნებისმიერ დიაგნოზზე არის განსაზღვრული ტარიფი, ამ ტარიფის თანაგადახდის მოცულობაა – 10, 20 თუ 30 პროცენტი. პაციენტს ეცოდინება განფასება, შესაბამისი პროცენტი და ამ თანხის ზევით არაფერს გადაიხდის“, – განაცხადა ილია ღუდუშაურმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი