"ბათუმმა" რაგბი ევროპის სუპერ თასზე მეორე შეხვედრა მოიგო.
ბათუმელებმა "რუმილელ მგლებთან" მატჩი ბათუმის რაგბი არენაზე 23-3 მოიგეს და აქტივში ბონუს ქულაც ჩაიწერეს.
"ბათუმის" მხრიდან ლელოები : ურჯუკაშვილმა, მამრიკიშვილმა და სიჭინავამ დადეს.
ერთი ჯარიმა და 2 გარდასახვა კი ზუსტად ჯინჭველაშვილმა შეასრულა.
ამ დროისთვის რაგბი ევროპის სუპერ თასის სატურნირო ცხრილში "ბათუმი" 9 ქულით მეორე ადგილზეა.
შემდეგი შეხვედრა ამ ტურნირზე ირაკლი ნინიძის გაწვრთნილ გუნდს 22 ოქტომბერს ისრაელში თელ'ავის "ჰითის" წინააღმდეგ ელოდება.
მანამდე კი "ბათუმი" რაგბი დიდი 10 -ის გათამაშებაში ხვალ თბილისის "აკადემიას" უმასპინძლებს.