ახლა ფერმერ სოსო ჯაფარიძეზე უნდა მოგიყვეთ, რომელსაც სოფელ კოხში თევზსაშენი აქვს მოწყობილი და ძირითადად კალმახზე მუშაობს. ფერმერი გვიყვება, რომ საქართველოში ამოქმედებული ახალი კანონი აკვაკულტურის საქმიანობისა და რეგულირების განხორციელების შესახებ მათ საქმიანობას აზარალებს, რადგან მცირე ბიზნესს მეტ გადასახადს აკისრებს. როგორია დარგის სპეციალისტების მოსაზრება მიღებულ კანონთან დაკავშირებით ვნახოთ რეპორტაჟი.